თამარაშვილის ქუჩაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. ფოტოები შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში სოციალურ ქსელში „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისში ბანერი დაზიანდა. მცირე ხნის წინ, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაცემა „2030“-ის ბანერი გზის სავალ ნაწილზე ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. ამ შემთხვევის ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა…