თამო ვაშალომიძე ერთ-ერთია იმ სელებრითებს შორის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევს. ფოტომოდელი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის სხეულს და ფიტნეს-ცენტრების ხშირი სტუმარი გახლავთ.
მოდელი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც სავარჯიშო ფორმაშია გამოწყობილი. ერთ-ერთ ფოტოში კი მწვრთნელთან, ოთო გვარაძესთან ერთად ვარჯიშობს. ფოტოებს საზოგადოების მხრიდან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა…