თამთა ჭელიძის Time Has Come და Please Just Carry On, „სოფთ ეჯექთის“ სიმღერის ახლებური ვერსია, 2017 წელს გამოვიდა, პირველი წლის დასაწყისში, მეორე – ბოლოს. მომღერალი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ორივე სიმღერაში დიდი შრომა ჩადო, ახლა კი ჯერი მსმენელზეა.
თამთა ჭელიძე:
ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი ორი სიმღერა წარადგინეს „ოქროს ტალღაზე“. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ ასეთი დაჯილდოვება არის სტიმული მომღერლებისთვის. ყველა ქვეყანაში არის დაჯილდოვება არტისტებისთვის, რისთვისაც ისინი მთელი წელი შრომობენ. „ოქროს ტალღა“ კარგი დონის ცერემონიაა და ვფიქრობ, მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. მინდა, ჩვენი შოუბიზნესი ისევე ელოდებოდეს „ოქროს ტალღას“, როგორც „გრემის“ ელოდებიან ხოლმე მსოფლიოში (იღიმის).
„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“, ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.
