LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტასო რომ მღეროდა, ჟიურის ყველა წევრი ტიროდა” – ჯემალ სეფიაშვილი

33
jemal-sefiashvili

რადიო დუეტის” სტუმრები კომპოზიტორ-შემსრულებელი ჯემალ სეფიაშვილი და ახალგაზრდა მომღერალი ანასტასია ჩხაიძე იყვნენ, გადაცემის ფარგლებში ანასტასიას ორი ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა.

ანასტასია გაგვაცანი შენი თავი, ვინ არის ანასტასია ჩხაიძე?

4 წლიდან ვმღერი, ახლა 14 ის ვარ, ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს ეს ნიჭი ჩემში. 2018 წელს გავიმარჯვე ბარსელონაში, გრანპრის მფლობელი გავხდი, გია ყანჩელის ყვითელი ფოთლები” და ერთი ინგლისური სიმღერა ვიმღერე. შემდეგ იყო ოქროს მუზა”, აქაც გრანპრი ავიღე.

ჯემალი:

ბატონი აკაკი, ტასოს ბაბუა არის კაცი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია მუსიკაზე, ცნობილია თავისი სიკეთეებით და გულის და სულის სილამაზით და სრულებით არ მიკვირს რომ ტასო მისი შვილიშვილია. თავიდან მე და მანანამ, ჩემმა მეუღლემ, მოვუსმინეთ ბავშვს, შემდეგ მივიყვანეთ მეკო ქავთარაძესთან სტუდიაში, იქ დაიწყო მეცადინეობა და ორ თვეში ესპანეთში გრანპრის მფლობელი გახდა. ერთი რამ ვიცი, ტასო რომ მღეროდა, ჟიურის წევრი ყველა ქალი ტიროდა. ახლა კი მონაწილეობას იღებს მაიკ ვორდის მიუზიკლში, მოსამზადებელი პერიოდია.

ვის ეკუთვნის სიმღერები, რომლებიც დღეს უნდა დაპრემიერდეს?

პირველი სიმღერის სახელწოდებაა „ჩემი დილა“, ხოლო მეორეს „ჩემი სიმღერა” ჰქვია, ორივე შემთხვევაში ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე, არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვის, ჩაიწერა ირაკლი ქაცარავასთან, მუსიკა ჩემია და ასრულებს ანასტასია ჩხაიძე.

ბატონო ჯემალ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

9 აპრილს 30 წელი სრულდება 9 აპრილის ტრაგედიიდან, 28 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და 30 წელი უსრულდება გახმაურებულ სიმღერას ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”.  უახლოესი გეგმა ასეთია, დიდ საკონცერტო დარბაზში  გაიმართება კონცერტი-აქცია, პატრიარქის კურთხევით, პრემიერ მინისტრის პატრონაჟით და საქართველოს პრეზიდენტის თანადგომით, რომელიც ამ რამდენიმე იუბილეს მიეძღვნება. ძალიან ვნერვიულობ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მე, ნანა ცინცაძე, ბასა და თამრიკო ფოცხიშვილი.

ტასო როგორ ხედავ შენს მომავალს?

ჩემს მომავალს ალბათ მუსიკას დავუკავშირებ, ვაპირებ მუსიკალური განათლების მიღებას. ივნისში მივემგზავრები ისრაელში კიდევ ერთ კონკურსზე.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ.

 

ანასტასია ჩხაიძე – ჩემი დილა

 

ანასტასია ჩხაიძე – ჩემი სიმღერა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯემალ სეფიაშვილი & ანასტასია ჩხაიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები