LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატო გოდერძიშვილი: „მთავარია, ჩემი სიმღერები ხალხს უყვარდეს…“

136

Ardaidardo.Ge
ტატო გოდერძიშვილი ორი დუეტით არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“. კონკურსს დადებითად აფასებს, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი სხვა რამეა – მისი სიმღერები ხალხს უყვარდეს და პატივს სცემდეს.

 

ტატო გოდერძიშვილი:

 

ზოგადად, კარგი იდეაა და მოტივაცია, სასიამოვნოა, როცა შენი სიმღერა ამ კონკურსში ხვდება, როგორც რჩეული ხალხისა და მსმენელის. უფლის ნებაა ყველაფერი. როგორც პროექტი, არაჩვეულებრივია, მომწონს ძალიან და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

 

ჩემი და სოფოს დუეტი ცირა ბზიშვილის ლექსსა და მუსიკაზეა. ეს არის მისაღები და კლასიკური სიმღერა, ღირსეული კომპოზიციაა. მეორეც დუეტია, ჩემი და ლაშა რამიშვილის, ჯუბა ჯანდიერის ლექსსა და მუსიკაზე, არანჟირება ქალბატონ ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი ქალბატონია. ასეთი გრანდიოზული პროექტებისას ყოველთვის ცირა არის ჩემი არანჟირებების ავტორი. სიმღერა ქალაქური ჟანრისაა და კარგი ნამუშევარი გამოგვივიდა მე და ლაშას.

 

არ ვიცი, ეს სიმღერები გავა თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ეს სიმღერები შეიქმნა ხალხისთვის, შესრულდა გულითა და სულით. სიმართლე გითხრათ, მთავარია, ხალხს უყვარდეს და პატივს სცემდეს, ითხოვდეს, იყოს ხალხის გულებში. შესაძლოა, ჟიურის ჩემი სიმღერა არ მოეწონოს და სხვისი მოეწონოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები