LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს მოვიკლავ ჯგუფიდან რომ ვერ გავიდეთ

15

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თავკაცმა გრეგ დაიკმა პირობა დადო, რომ თავს მოიკლავს, თუ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავა. შეგახსენებთ, ინგლისელთა მეტოქეები ჯგუფში უელსი, რუსეთი და სლოვაკეთი არიან.

”ვფიქრობ, ყველა თავს მოვიკლავთ ინგლისი ჯგუფიდან რომ ვერ გავიდეს. თუმცა მე არ ვაპირებ ამ გზით (ლეტალური შედეგებით) განვსაზღვრო წარმატების ხარისხი. რა არის წარმატება ამაზე საჯაროდ მე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამ საკითხს როი ჰოჯსონთან განვიხილავთ. თუმცა ჯგუფიდან ვერგასვლა ძალიან ცუდი სიახლე იქნება ინგლისური ფეხბურთისთვის”, – ციტირებს ”მირორი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები