LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tbilisi JAM! Fest 2015

61

 

 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi JAM! Fest 2015 თბილისის ზღვაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ღონისძიებას ძალადობის საწინააღმდეგო აქციის სახე აქვს და მისი ლოზუნგია: – ”არა ძალადობას”.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლები. თბილისში ჩამოვლენ მუსიკოსები გერმანიიდან, ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ბაიკერების შოუ, სპორტული შეჯიბრებები და კონკურსები, ღამის დისკოთეკები. გარდა ამისა, ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება უფასო, დაცული კემპინგ-ზონა, სადაც მსმენელებს ღონისძიების მიმდინარეობისას შეეძლებათ დარჩენა.

ფესტივალის ორგანიზატორია როკმუსიკის ნაციონალური ასოციაცია RMNA, რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებს კავკასიის რეგიონსა და თურქეთში.

ფესტივალის ერთ დღეზე დასასწრები ბილეთის ფასია – 26 ლარი (კონცერტიის დღეებში – 35). ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუსიკალურ მაღაზიაში ”ტიტანი” და ვებგვერდზე Biletebi.ge

Tbilisi JAM! Fest 24, 25 და 26 აპრილს ე.წ. ნონ-სტოპ რეჟიმში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები