20 ოქტომბერს, თბილისში სტარტს აიღებს ოფროუდში მსოფლიო ჩემპიონატ Rainforest Challenge 2016-ის წინასაფინალო ეტაპი – RFC Caucasus 2016. ღონისძიების ორგანზიატორია საქართველოს ოფროუდის ფედერაცია. ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ირანისა და უკრაინის წარმომადგენელი ეკიპაჟები სპეციალურად მომზადებული ავტომობილებით.
შეჯიბრი გაიმართება სამ პროფესიონალურ კატეგორიაში: Modified, Promodified და Proto. თითო კატეგორიაში იასპარეზებს 15-20 მონაწილე, სარბოლო ტექნიკის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მომზადების მიხედვით.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოყვარულებსაც, სტანდარტული 4×4 ავტომობილებით, სპეციალურად მათთვის გათვლილ მარტივად გავლად ტრეკებზე. ამ ტიპის კატეგორიით (Amateur) შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში სტუმრად მყოფი ტურისტები, რომლებიც სარგებლობენ ქართული ტურისტული კომპანიების სერვისით.
ღონისძიება ჩატარდება RAINFOREST CHALLENGE-ის ავტორების პარტნიორობით, რომლებიც დააკვირდებიან შეჯიბრის მიმდინარეობას.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება გამარჯვებულთა დაჯილდოება.