10-11 ოქტომბერს საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საერთაშორისო შეჯიბრი ოფროუდ ტროფი სპრინტში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის უძლიერესი სპორტსმენები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მრავალი გასართობი შოუ.