შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკისა და სამუშაო ფორმების პრეზენტაცია გამართა.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2015 წლის ბოლოს რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და ათი ერთეული სპეც-ველოსიპედი შეიძინა, რომელიც, დედაქალაქის ვიწრო ქუჩებისა და სკვერების დასუფთავებისთვის გამოიყენება.
მერიის ცნობით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ასევე ათი ახალი ფოთოლშემგროვებელი აპარატი.
დღესვე, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლები გამოავლინა. გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცა. ასევე, დასაჩუქრდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მთელი წლის განმავლობაში, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქტიურად უჭერდნენ მხარს.