LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს განახლებულ ვაგონებში კამერები და მონიტორები დამონტაჟდა

51

თბილისის მეტროს განახლებულ ვაგონებში ბაქანის საკონტროლო და შიდა დაკვირვების კამერები და მონიტორები დამონტაჟდა.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ დროისათვის კაპიტალურად შეკეთებულია 4 ვაგონი, ხოლო 8 ვაგონის მოდერნიზება წლის ბოლომდე დასრულდება.

ვაგონების მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს – მთლიანად იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

როგორც მერიაში განმარტავენ, ენერგოეფექტურია და კეთილსაიმედო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაგონები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული  იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები