კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ენერგიის მოხმარებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტავ ჯორჯია” ავრცელებს. მათივე ცნობით, აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე მზის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი უკვე დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტი კი საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვას ითვალისწინებს.
აღნიშნული სამუშაოები თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს. აეროპორტში განახლდება ასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები და ინფრასტრუქტურა.
არსებული ინფორმაციით, პირველი ეტაპის სამუშაოები 30 ივნისს უნდა დასრულდეს.