LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ყველაზე მტვრიანი და ხმაურიანი ადგილები (ვიდეო)

27

მეტროსადგურ „სადგურის მოედნთან“ მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია ძალიან მაღალია და ზღვარს აღემატება, ამის შესახებ გარემოს სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია საუბარი.

კვლევა, ასევე მოიცავს ყველაზე ხმაურიან ადგილებს დედაქალაქში. ყველაზე ხმაურიან ადგილილად, თბილისში მეტროსადგური „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორია სახელდება, სადაც მონაცემები ზღვარს აღემატება. ასევე, დასაშვებზე მეტი ხმაურია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, „სარაჯიშვილთან“, „ნაძალადევთან“, „სადგურის მოედანთან“, აბანოთუბანში, „მარჯანიშვილთან“ და წყნეთში ,,სმარტთან“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები