19 ივნისს, 21 საათზე, კლუბი „ტრიუმფი“ ლეიბლის Black star inc წამყვან შემსრულებელს, ქართული წარმოშობის რეპერს, L’ONE–ს უმასპინძლებს. კონცერტს ივენთ–კომპანია “თბილისი სითი” წარმოადგენს.
საღამოზე შემსრულებლის ახალი ალბომის „БЕЗ ЛОКТЕЙ“ პრეზენტაცია გაიმართება, ცოცხალი ბენდის თანხლებით რეპერი ახალ ჰიტებსაც შეასრულებს.
ლევან გოროზია იგივე L’ONE, რომელიც სამშობლოში არაერთხელ არის ნამყოფი, აღიარებს, რომ სიამოვნებით დარჩებოდა საქართველოში და თავის მუსიკალურ მოღვაწეობას სწორედ აქ გააგრძელებდა. იგი მუსიკალური ლეიბლის, BLACK STAR inc-ის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია. ცნობისთვის, ლეიბლი რეპერ TIMATI-ს ეკუთვნის.
რაც შეეხება 19 ივნისის კონცერტს, რეპერი თბილისს 8 კაციან ჯგუფთან ერთად ესტუმრება. ადგილზე მისულ მსმენელს უნიკალური ხმა, LED-მონიტორები და ხარისხიანი განათება დახვდება. თითოეული მათგანი ასევე სამახსოვრო პლასტიკურ ბარათებსაც მიიღებს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/LTDtbilisicity/videos/vb.524067487718548/527503850708245/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]