LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 3გ გამოსახულებიანი ზებრახაზი გაჩნდა

61

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ გრძელდება. ამჯერად  დიღმის დასაწყისში, დიდუბის გამგეობის წინ  ზებრახაზი მოიხატა. 3გ გამოსახულება მძღოლებს ზებრახაზებთან მანქანის შენელებისკენ უბიძგებს.

ამის შესახებ გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში გვატყობინებს და ფოტოებსაც ტვირთავს:

“დიახ, ეს ისევ თბილისია. ჩვენს დედაქალაში, დიღმის დასაწყისში, დიდუბის გამგეობის წინ 3გ ზებრახაზი გაჩნდა.

ეს ყველაფერი დიდუბის გამგეობის შემოქმედებითი თანამშრომლების დამსახურებაა. სამხატვროს სტუდენტებმა დაიწყეს და წუხელ თანამშრომლებმა დაასრულეს.

3გ გამოსახულება მძღოლებს ზებრახაზებთან მანქანის შენელებისკენ უბიძგებს.

ყველა ქვეყანაში ამან დიდი შედეგი მოიტანა. ჩვენთანაც ასე იქნება.

დიდუბის გამგეობა მისაბაძია. გამგებლის ჩათვლით აქ ყველა ღიაა. არ ეშინიათ სიახლეების, რაც განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

კიდევ რამდენიმე კომპანიააა მზად, საქართველოში ზებრახაზები შემოქმედებითად მოხატოს.
მიხარია, რომ პროცესი დაძრულია. ეს ყველაფერი ზებრახაზის ცნობადობის გაზრდას ემსახურება.

დიდი მადლობა სალომე პაშტიანს ფოტოებისთვის. აქცია #‎ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს‬ გრძელდება.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები