თბილისში ახალ ავტობუსებში კონდიცირების სისტემა იმუშავებს. როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ეს იქნება კლიმატზე მორგებული კონდიცირება. თავის მხრივ მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს ჩართული იქნება თუ არა კონდიცირება. გარდა ამისა, ავტობუსები შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე იქნება ადაპტირებული.
ავტობუსების პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება.