თბილისში, სატრანსპორტო კომპანიის რამდენიმე სერვისი მგზავრებისთვის დროებით მიუწვდომელია.
თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, ტექნიკური ხარვეზის გამო გამორთულია გაჩერებებზე არსებული ტაბლოები, ასევე, ვებ-გვერდზე და მობილურ აპლიკაციებში არ მუშაობს რამდენიმე ფუნქცია – ტაბლოს ინფორმაცია, ავტობუსი რეალურ დროში.
სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და დღის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება ყველა სერვისის აღდგენა.