თბილისში, ჩიტაიას ქუჩის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ჩავარდა. მიზეზი, წყალარინების ქსელის ფარული დაზიანებაა.
როგორც “ფორტუნას” “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში” განუცხადეს, წყალარინების ქსელის ფარული დაზიანების აღმოსაფხვრელად, შემთხვევის ადგილზე ბრიგადები მუშაობენ და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.