LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ექსტრემალური ატრაქციონი Zip-Line გაიხსნა (ვიდეო)

116

ბოტანიკურ ბაღში საქართველოში პირველი სტაციონალური და ყველაზე გრძელი ექსტრემალური ატრაქციონი Zip-Line დღეს გაიხსნა.

ატრაქციონის ზედა ბაქანი ნარიყალაზე, საბაგიროს შესასვლელთან მდებარეობს , ხოლო დაშვება ბოტანიკურ ბაღში, იაპონური ბაღის მიმდებარედ ხორციელდება.

270 მეტრის სიგრძის ბაგირი მაქსიმალურ სიმაღლეს – 200 მეტრს ლეღვთახევის ტერიტორიაზე აღწევს.

როგორც “ფორტუნასთან” ბოტანიკური ბაღის საზ. ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსმა გიორგი თარხნიშვილმა განცხადა, ატრაქციონზე უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად დაცულია.

ასევე არის სწრაფი და ნელი დაშვების რეჟიმები. საშუალოდ ატრაქციონზე ყოფნის ხანგრძლივობა 30 წამს შეადგენს.

“დაშვებისთვის პირველ მსურველებს უკრაინელი ინსტრუქტორები მოამზადებენ და დაამაგრებენ. თავად ატრაქციონიც უკრაინულმა კომპანიამ “ატთივიტიმ” დაამონტაჟა. მომავალში პროფესიონალები ქართველ ინსტრუქტორებს ტრენინგებს უტარებენ, თუმცა საწყის ეტაპზე ისინი თავად უზრუნველყოფენ ყველა წესის დაცვას.

თითო ბაგირზე სამი მუხრუჭია და მათი წყობიდან გამოსვლის შანსი არ არის”, – განაცხადა გიორგი თარხნიშვილმა.

ატრაქციონზე ერთი დაშვების ფასი 30 ლარია.

ვიზიტორებს Zip-Line-ით სარგებლობის საშუალება, ყოველდღე, დილის 10-დან საღამოს 9 საათამდე ექნებათ. ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები