LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

35

აღმაშენებლის ხეივნის 12–ე კილომეტრზე 17 მაისს, 10:00 საათიდან 48 საათის განმავლობაში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც  თბილისის მერიაში განაცხადეს, შეზღუდვა შეეხება მირიან მეფის ქუჩისა და ”გუდვილის’’ გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიას.

გზის ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები