LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო

98
271572944-362818585605081-5249055440297617578-n

მოქალაქეებს დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების შეძენა მეტროს სალაროებში უკვე შეუძლიათ, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები სამგზავრო პაკეტებს საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებშიც შეიძენენ.

„სამგზავრო პაკეტების მეტროს სალაროებში გაყიდვები დაიწყო. აღნიშნული ბარათების შეძენა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ“, – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.