LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში თეთრი ფერის ტაქსების გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ

108

პირებს, რომელთა ძირითადი საქმიანობა ტაქსის მძღოლობა არ იქნება, შეეძლებათ სხვა ფერის მანქანებითაც იმოძრაონ,- ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აცხადებს. შესაბამისი ინიციატივა მან საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე წარადგინა.

მერიის ინიციატივით ტაქსები ორ A და B კატეგორიად დაიყოფა.

„ტაქსების რეფორმის დაანონსებისთანავე ვთქვით, რომ ეს არ უნდა იყოს ტვირთი ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბაზარზე ტაქსების რაოდენობა შემცირდეს. ტაქსები ბაზარმა მოამრავლა თვითონ და იყო მიზეზები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუვითარებლობასთან იყო კავშირში.

ჩვენ წარმოვადგინეთ ალტერნატივა – B კატეგორიის ტაქსები, რომელიც ვიზუალში არ არის ტაქსი და „ქოლცენტრების“ მეშვეობით ღებულობს კლიენტებს და ემსახურება მათ. ამას ახერხებენ სამსახურამდე ან სამსახურის შემდეგ. მათ თავისუფლად შეუძლიათ B კატეგორია მოიპოვონ,“- აცხადებს მამუკა მუმლაძე.

მამუკა მუმლაძე განმარტავს, რომ B კატეგორიის მქონე მძღოლებს არ ექნებათ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება.

„მათ არ ექნებათ საშუალება ისარგებლონ ტაქსის გასაჩერებელი უფასო ადგილებით, მათ არ ექნებათ რეკლამის განთავსების უფლება და ა.შ.“,- აცხადებს მამუკა მუმლაძე.

წინადადებას საკრებულომ მხარი დაუჭირა, თუმცა, ოპოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა. ოპოზიცია მერიას არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები