LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, უბილეთოდ მგზავრობის გამო, 46 122 პირი დაჯარიმდა – 2017 წლის 10 თვის მონაცემი

63

თბილისში მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო, მიმდინარე წელს 46 122 პირი დაჯარიმდა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან მიაწოდეს.

მათი თქმით, ეს მონაცემი 2017 წლის ინავრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდს ეხება.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდეს ცვლილება, უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში ჯარიმა გაოთხმაგდეს და 5 ლარიდან  20 ლარამდე გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები