თბილისში, ყველა შუქნიშანზე ყვითელი ფერი კვლავ გააქტიურდება. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, შუქნიშანზე, წითელი ფერიდან პირდაპირ მწვანე ფერზე გადასვლა, ტრანსპორტის გადაადგილებაში გარკვეულ შეფერხებას იწვევდა, შეფერხების შესამცირებლად კი უახლოეს დღეებში ყვითელი ფერი კვლავ აქტიური გახდება.