სახელი, გვარი, ზედმეტსახელი (ასეთი თუ გაქვს)…
RJ Luka
აღწერე შენი პირველი ეთერი „ავტორადიოში“ სამი სიტყვით…
პროფესიონალური, საკაიფო, ინტელექტუალური
რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?
რადიო არის ცალკე განზომილება. სულ სხვა რამეა. აქ სხვადასხვა ხასიათის და გემოვნების ხალხი იყრის თავს. ამათ ერთი შეხედვით არაფერი არ აქვთ საერთო და ამ დროს ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს უდგანან ფერხულში. მუსიკა, ინფორმაცია, საუბრები, იუმორი ყველაფერი ამომწურავად და თან მოუბეზრებლად სად შეიძლება სხვაგან ნახო? არსად არ მოიძებნება ისეთი ადგილი სადაც სიგიჟე და სიმშვიდე ერთად ჰარმონიაში არსებობს. აი მთელი მისი არაპროგნოზირებადი სივრცით მიყვარს რადიო.
რომელია მანქანაში მოსასმენი საუკეთესო 5 სიმღერის შენეული ჩამონათვალი?
5 ძალიან, ძალიან, ძალიან, 5–ჯერ ძალიან ცოტაა 🙂
- Led Zeppelin – Heartbreaker
- AC/DC – You Shook me all night long
- Van Halen – Ain’t Talking’Bout Love
- Whitesnake – Fool For Your Loving
- Boston – Peace of Mind
რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?
არა. არასდროს
სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…
პრინციპში )))
რომელია შენი საუკეთესო თვისება?
პასუხისმგებლობა და დაფასება.
რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?
ჭიქის უმისამართოდ მიგდებას.
ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?
მინდა ისეთი ნივთი მომცეს, რომელიც დაუსრულებლად შეასრულებს სურვილებს და მერე კარგად მეყოლოს.
სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?
აფრიკაში თავის ოაზისიან-უდაბნოიანად. შვეიცარიაში, სკანდინავიის ქვეყნებში. აღმოსავლეთიც მაინტერესებს. პრინციპში ყველგან ვიმოგზაურებ, ყველგან…