ტეხასის პატრული კანონდამრღვევებს ჯარიმის გადახდის ნაცვლად ქველმოქმედებას აიძულებს. საინტერესო იდეის ავტორი პატარა ქალაქ გოლეის პოლიცია გახდა. ისინი ურჩ მძღოლებს ჯარიმის ქვითრებს აღარ აძლევენ. ამის ნაცვლად ისინი გასცემენ გაფრთხილებას, რომელიც მძღოლებს მოუწოდებს, რომ სოციალურად დაუცველი პატარებისთვის სათამაშო შეიძინონ და ის პოლიციის დეპარტამენტში მიიტანონ. საშობაოდ კი მათ იმ პატარებს გადასცემენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად გაახარებს. პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინიციატივამ გაამართლა და დეპარტამენტში უკვე ასობით სათამაშო დაგროვდა.