თელავში თოვლისგან ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა, თელავში ამ დრომდე არ გაწმენდილა შიდა გზების ნაწილი და საფეხმავლო ბილიკები.
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ამ დროისთვის 55 ტონამდე ტექნიკური მარილია დაყრილი, თუმცა გზების სრულად გაწმენდას, ინტენსიური თოვა უშლის ხელს.