LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტენდერი გამოცხადდა: თბილისის შემოვლითი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტზე მუშაობა იწყება

75

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.

პროექტი ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე ქალაქ თბილისის მოქალაქეებისათვის.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა, სატენდერო წინადადება მოკლე სიაში გასულმა ექვსმა კომპანიამ წარმოადგინა. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტირების ვადები 2017-2018 წლებია.

„თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით, სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები“, – აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

img_9472_582ae9b4dc7dd