Tesla 53 000 ავტომობილს ხელის მუხრუჭის გაუმართაობის გამო უკან გაიწვევს. გაწვევას ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებლის ორი მოდელი Model S და Model X ექვემდებარება.
53 000 ავტომობილის უკან გაწვევის შესახებ მსოფლიოს თავად კომპანია Tesla-მ აუწყა. სასერვისო კამპანია ხელის მუხრუჭის პრობლემას უკავშირდება.
”არ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემა ჩვენი კლიენტების უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას, არცერთი ავარიისა და ტრამვის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია, თუმცა, წინდახედულობის გამო ვგეგმავთ ნაწილები შევცვალოთ” – ამბობს ელექტროავტომობილების მწარმოებელი.
გაწვევას 2016 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე გამოშვებული ავტომობილები ექვემდებარებიან. კომპანია ასეთი ავტომობილების მფლობელებს საპარკინგე მუხრუჭის შეცვლის შესახებ გააფრთხილებს, თუმცა, რემონტამდეც საშიში არაფერია.
დღეისათვის Tesla ორ მოდელს Model S-სა და ქროსოვერ Model X-ს უშვებს.