LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ახალ ბაზარზე გადის

104
Tesla ახალ ბაზარზე გადის

Tesla ინდოეთის ბაზარზე გადის. ილონ მასკის კომპანიამ 5 წლიან კონტაქტს მოაწერა ხელი და ქვეყანაში პირველი შოურუმი დაიქირავა. შენობა, რომლის ფართობიც 370 კვადრატული მეტრია, მუმბაის საქმიან რაიონშია განთავსებული. პერსპექტივაში Tesla-ს სურს, რომ ელექტროქარების ადგილობრივი წარმოება დაიწყოს, თუმცა მანამდე ხელისუფლებას ტარიფებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მოუწევს.

მუმბაიში შენობის დაქირავება Tesla-ს პირველ წელს 446 ათასი დოლარი დაუჯდება. ყოველ შემდეგ წელს საფასური 5%-ით გაიზრდება.

ამასთან ინდოეთი მუშაობს იმაზე, რომ Tesla-ს ელექტროქარების შემოტანაზე სავაჭრო გადასახადი შეამციროს. მიზანი – ამერიკის მიერ ინდურ საექსპორტო საქონელზე გადასახადის ზრდის არიდებაა. თებერვალში ინდოეთმა ამერიკულ „მწვანე“ მანქანებზე საბაზისო ტარიფი 100-დან 70-მდე შეამცირა, თუმცა ზოგადი მოსაკრებელი 110% რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები