LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla და კიდევ 15 ავტომწარმოებელი ჩინეთში „ფასების ომზე“ უარს ამბობს

132
53454

16-მა საავტომობილო კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ჩინეთში ფასების ომი შეწყვიტოს. Tesla-მ, BYD-იმ და კიდევ სხვა მწარმოებლებმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პირობას დებენ რომ სამართლიანი კონკურენციის პირობებს დაიცავენ და ბაზრის დასაპყრობად ფასებით თამაშს შეწყვეტენ. ზედმეტად დაბალი ფასებით პატარ-პატარა კონკურენტებს სიცოცხლეს არ გაუმწარებენ.

Tesla ჩინეთში ფასებს გასული წლიდან ამცირებდა და ამით ყოფილი კლიენტების უკმაყოფილებას იწვევდა. მაგალითად, ამ წლის დასაწყისში ბრენდის ელექტროქარების რამდენიმე ასეული მოდელის მეპატრონე შანხაიში შეიკრიბა და პროტესტი გამოხატა. მათ ავტომობილი შედარებით მაღალ ფასად იყიდეს, შემდეგ კი ღირებულება მკვეთრად დაეცა, რაც წარმოუდგენელი სითავხედე იყო.

ჩინეთში Tesla-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტიც ანალოგიურად იქცეოდა, BYD-იმ საშინაო ბაზარზე 5-ჯერ უფრო მეტი ავტომობილის რეალიზება შეძლო ვიდრე Tesla-მ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები