გამოცემა Consumer Reports-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ასი ათასობით ელექტროქარის მფლობელი გამოჰკითხა და ყველაზე სანდო მოდელები გამოავლინა. ყველაზე უპრობლემოები Tesla Model 3 და Nissan Leaf აღმოჩნდნენ- მათ ზოგად რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. პირველი პოზიცია კი წილად ხვდა ელექტრო კროსოვერს Kia Ev6-ს. თუმცა, იმის გამო რომ ახალი მოდელი ბაზარზე მხოლოდ გასულ წელს გამოჩნდა, ანალიტიკოსები მის შედეგს არც თუ ისე სანდოდ მიიჩნევენ.
Consumer Reports-ის მონაცემების მიხედვით, Tesla Model 3 საკმაოდ უპრობლემო მოდელი ყოფილა – მან მფლობელთაგან ყველაზე ნაკლები საჩივარი მოაგროვა. სანდოობის ანალოგიური შედეგი დააფიქსირა Nissan Leaf-მაც, რომელიც ბევრ ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ კროსოვერადაც ითვლება.
ამ მოდელებს აკუმულატორთან, ელექტრონულ ძრავასთან და დამუხტვის სისტემასთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები პრობლემა უფიქსირდებათ. ორივე ბრენდს საკმაოდ მდიდარი და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რამაც კვლევის შედეგებზე გავლენა ნამდვილად იქონია. ამასთან, სხვა „ტესლები“, მათ შორის ერთ-ერთი ახალი Model Y-იც, შედარებით ნაკლებად სანდო აღმოჩნდა.