Tesla-ს ერთი ავტომობილის გაყიდვით მიღებული შემოსავალი Toyota-ს ანალოგიურ შემოსავალზე 8-ჯერ უფრო მეტია. ასეთი ინფორმაცია სპეციალისტებმა 2022 წლის ივლისი-სექტემბრის სტატისტიკის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნეს. შედეგად ამერიკელმა მწარმოებელმა იაპონელებს მთლიანი მოგებითაც აჯობა. საინტერესოა რომ მსგავსი რამ 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა და მიზეზი იყო ის გაუთვალისწინებელი გარემოებები, რომელმაც Toyota-ს საქმიანობაზე გავლენა მოახდინა.
„ტესლა“ ერთი მანქანით 9570 დოლარს შოულობს, Toyota კი მხოლოდ 1200-ს. ასე რომ ამერიკელი მწარმოებელი ნამდვილად ბაზრის ლიდერია და მოგებით Mercedes-Benz-საც კი გადაუსწრო. რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, Toyota-მ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით 2,62 მილიონი მანქანის რეალიზება შეძლო, რაც Tesla-ს შედეგზე (344 ათასი ეგზემპლარი) 7,6-ჯერ მეტია.
იაპონელების სუფთა შემოსავალი 434,2 მილიარდი იენი ანუ 3,15 მილიარდი დოლარი იყო. ამავე პერიოდში „ტესლამ“ 3,29 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და 12 წლის განმავლობაში პირველად მთავარ კონკურენტს აჯობა.