LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ევროკავშირს სასამართლოში უჩივის

103
Tesla ევროკავშირს სასამართლოში უჩივის

Tesla ევროკავშირის წინააღმდეგ: ბრენდი ელექტროქარებისთვის დაწესებული დამატებითი გადასახადების გამო ჩივის.

ევროკომისიის წინააღმდეგ საქმეს ევროპული სასამართლო განიხილავს და ეს ყველაფერი შესაძლოა ნახევარი წელიც გაგრძელდეს. Tesla-ს მიერ შეტანილი სარჩელის მიზეზი გახდა გადასახადი რომელიც ევროპამ ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტზე დააწესა და 35,3%-ს შეადგენს.

ამერიკული ბრენდისთვის საფასური 7,8%-მდე შეამცირებს, რადგან გამოძიებამ დაადგინა რომ კომპანია ჩინეთის ხელისუფლებისგან ყველაზე ნაკლებ მხარდაჭერას იღებდა. ჩინური ელექტროქარების შემოტანაზე დაწესებული გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებში 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მონაწილეობს ჩინეთის ხელისუფლება ავტომწარმოებლის საქმიანობაში, რამდენად ეხმარება მას.

მაგალითად, Tesla ყველაზე ნაკლებ მხარდაჭერას იღებს, ამიტომ ის 7,8%-ს გადაიხდის, ხოლო კონცერნი SAIC-ს ძალიან ეხმარებიან და ის 35,3%-ს იხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები