LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla გამოსამშვიდობებელი Model S-ის და Model X-ის გადამყიდველებს დააჯარიმებს

103
1098x1098

Tesla-მ აპრილის შუა რიცხვებში ოფიციალურად წარადგინა Model S-ისა და Model X-ის სპეციალური, ბოლო სერია – Signature Edition. მოდელების ტირაჟი მკაცრად შეზღუდულია და კომპანია ცდილობს, თავიდან აიცილოს მათი სპეკულაციური გადაყიდვა მეორად ბაზარზე.

ამისთვის მყიდველებს სპეციალური შეთანხმების ხელმოწერა მოუწევთ, რომლის მიხედვითაც ავტომობილის გაყიდვა ერთი წლის განმავლობაში აკრძალულია. წესის დარღვევის შემთხვევაში Tesla ავტომფლობელს მინიმუმ 50 000 დოლარის ოდენობის ჯარიმას დაუწესებს.

თუ მფლობელს ავტომობილის გაყიდვა აუცილებელი მიზეზების გამო მოუწევს, პირველ რიგში გამოსყიდვის უფლება თავად კომპანიას უნდა შესთავაზოს. ამ შემთხვევაში Tesla მანქანას შეიძენს საწყისი ფასიდან გამოკლებული თანხით, რომელიც მოიცავს გარბენს, ცვეთას და მისი შემდგომი აღდგენის ხარჯებს. თუმცა, კომპანია იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში დაუშვას მესამე პირზე გაყიდვაც.

გარდა ჯარიმისა, Tesla-ს შეუძლია მოითხოვოს ის თანხაც, რომელიც მფლობელმა ავტომობილის გაყიდვით მიიღო.

სულ დაგეგმილია Signature Edition-ის მხოლოდ 350 ელექტრომობილის გამოშვება, რომელთა საწყისი ფასი 159 420 დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები