LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ისევ 50 ათას დოლარს იღებს იმ Roadster-ის შეკვეთისთვის, რომელსაც 2020 წლიდან ელოდებიან

108
Tesla ისევ 50 ათას დოლარს იღებს იმ Roadster-ის შეკვეთისთვის, რომელსაც 2020 წლიდან ელოდებიან

Tesla Roadster-ის წინასწარი შეკვეთები, მოდელის რომელიც უკვე მეხუთე წელია იგვიანებს, ისევ ღიაა. ელექტროქარის დაჯავშნისთვის, 5 ათასი დოლარის გადახდაა საჭირო, შემდეგ კი 10 დღის ვადაში 45 ათასის დამატება. ანუ ავტომობილის წინასწარ დასაჯავშნად 50 ათასი დოლარია საჭირო. Roadster-ის კონცეპტის პრემიერიდან უკვე 8 წელი გავიდა, Tesla კი პრემიერის თარიღს არა და არ აცხადებს.

თავიდან „ტესლას“ ხელმძღვანელი ილონ მასკი პირობად დებდა, რომ Roadster კონვეიერზე 2020 წლიდან მოხვდებოდა. მოგვიანებით ეს თარიღი 2021 წლისთვის გადაიწია, შემდეგ 2022-ისთვის და ასე გაგრძელდა 2025 წლამდე. გამორიცხული არ არის, რომ წელს კიდევ ახალ თარიღს დაასახელებენ.

გასულ წელს მასკმა მოთმინებისთვის ყველას დიდი მადლობა გადაუხადა, მისი თქმით კომპანია მუშაობის დასრულებამდე ძალიან ახლოს იყო, თუმცა Roadster-ის ახლანდელი მოდელი „ტესლას“ პრიორიტეტთა შორის მასობრივ მოდელთა შემდეგ პოზიციებს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები