Tesla ხელმისაწვდომ ელექტროქარებს 2025 წელს გამოუშვებს. კომპანიამ შემოსავლის კლებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. გასულ წელს მისი მსოფლიო გაყიდვები ათწლეულის განმავლობაში პირველად შემცირდა, სუფთა მოგებამ კი 71%-მდე იკლო – 2,3 მილიარდ დოლარამდე. მოთხოვნის ზრდას Tesla უფრო ხელმისაწვდომი მოდელების ხაზით აპირებს და ეს მოდელები დღის შუქს ამ წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის იხილავენ. ფასები უცნობია, თუმცა მოსალოდნელია რომ საწყისი ღირებულება 30 ათასი დოლარი იქნება.
ავტომწარმოებელი აპირებს, რომ ახალი ხაზი თავისივე პლატფორმაზე ააგოს და კონსტრუქციაში გამოიყენოს როგორც მომავალი თაობის არქიტექტურის ელემენტები, ასევე ამჟამინდელი მოდელების დეტალებიც. არ იგეგმება ახალი ქარხნების მშენებლობაც, „ელექტროქარებს“ იმავე ხაზებზე ააგებენ, სადაც ახლა იგება.
ერთ-ერთი შეპირებული ელექტროქარი შესაძლოა Model Q გახდეს. მოდელის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გავრცელდა. სიახლეს 4 მეტრის სიგრძის ძარა ექნება და სვლის მარაგი 500 კილომეტრამდე გაიზრდება.