Tesla-მ ახალი კროსოვერის პირველი გამოსახულება გაავრცელა. ახალ ავტომობილს Model Y ეწოდა და მისი ნახვის საშუალება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბრენდის აქციონერებს ქონდათ. სიახლე კომპაქტური ელექტრონული კროსოვერი იქნება და მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ის Model 3-ისა და Model X-ის გარკვეულ მოდიფიკაციასაც გულისხმობს. კროსოვერი გაუმჯობესებულ ავტოპილოტსაც მიიღებს და კომპიუტერი რომელიც მას მართავს თანამედროვე მოდელებში ჩამონტაჟებულზე 40-ჯერ უფრო მძლავრი იქნება.
როგორც ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა Tesla Model Y-ს პრემიერა მომავალი წლის 15 მარტს შედგება. „ტესლას“ სიახლეებს შორის იქნება ასევე სატვირთო ავტომობილიც, რომელიც პირველ ცდებს უკვე გადის და სპორტქარი Roadster, რომელსაც პირველი „ასეულის“ გასავითარებლად მხოლოდ 1,9 წამი სჭირდება.