LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ახალი მოდელის გაყიდვა დაიწყო

40

კომპანია Tesla-მ ახალი მოდელის – Model 3-ის წარმოება დაიწყო. პირველი ეგზემპლარი თავად ბრენდის ხელმძღვანელს, ილონ მასკს ერგო. ამის შესახებ ტოპ მენეჯერმა „ტვიტერში” დაწერა.

მასკის განცხადებით, პირველი ანაზღაურებული შეკვეთა და შესაბამისად პირველი სერიული ავტომობილის მიღების უფლება დირექტორთა საბჭოს წევრსა და ინვესტორს აირა ერენპრაისს ეკუთვნოდა. თუმცა, მან რიგში ადგილი 46 წლის იუბილეზე მასკს აჩუქა. ამის შემდეგ კი Tesla-ს ხელმძღვანელმა ავტომობილის სრული ღირებულება გადაიხადა.

ილონ მასკი ამბობს, რომ კომპანია Tesla პირველი 30 შემკვეთისთვის 30 ივლისს წვეულების მოწყობას გეგმავს, აგვისტოში მწარმოებელი გეგმავს 100 კლიენტს მიაწოდოს შეკვეთა, სექტემბრისთვის კი 1500 ადამიანს. დეკემბრამდე ბრენდის გეგმით კონვეირს სრული დატვირთვით აამუშავებს და წელიწადში 20 000 Model 3-ს ააწყობს.

Tesla-ის ბიუჯეტური ელექტროქარის პრემიერა აპრილში შედგა, მაისში კი უკვე 400 000 წინასწარი შეკვეთა ჰქონდა.

Model 3 ახალ პლატფორმაზეა აწყობილი და ერთი დატენვით 345 კილომეტრს გადის. საბაზო ვერსია ნულიდან 96 კილომეტრამდე აჩქარებას 6 წამში ახერხებს. ბიუჯეტური Tesla-ს ფასი 35 000 დოლარიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები