LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ახალი როდსტერი პრემიერა გადადო. ისევ…

118
Tesla-მ ახალი როდსტერი პრემიერა გადადო. ისევ..

ილონ მასკმა Tesla-ს სერიული როდსტერის პროექტი კიდევ ერთხელ გადადო. მეორე თაობის როდსტერი კონცეპტის სახით ჯერ კიდევ 2017 წელს წარადგინეს, 2023 წელს Tesla-მ წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო, თუმცა წარმოების ზუსტი თარიღის გარეშე, კომპანიამ მაშინ უბრალოდ იმედი გამოთქვა, რომ მოდელი კონვეიერზე 2024 წლამდე დადგებოდა. აქციონერთა შეკრებაზე კი ილონ მასკმა განაცხადა, რომ ყველაფრის გადადება გახდა საჭირო.

„მიზეზი იმის თუ რატომ არ გამოვიდა აქამდე ისაა, რომ Roadster ეს არ არის ალუბალი ტორტზე, ეს არის ალუბალი ტორტის ალუბალზე“, – ამბობდა ის მანამდე.

არადა წინასწარი შეკვეთის მიღება Tesla-მ ბევრად ადრე დაიწყო. როდსტერის დასაჯავშნად მსურველებს წინასწარი შენატანი – 5000 დოლარი უნდა შეეტანათ, სრული ფასი კი მაშინ 45 ათასი დოლარი იყო.

თუ როდის გამოვა tesla Roadster ბაზარზე ჯერ ისევ გაურკვეველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები