LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ავტოპილოტის განახლებული ვერსია წარმოადგინა

25

კომპანია Tesla-მ ავტოპილოტის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია გამოუშვა, რომლის ნომერიცაა 8.0.2.52.22.

ახალი პროგრამული ვერსიის მეშვეობით, ავტოპილოტის რეჟიმში Tesla-ს მოდელების მართვა მძღოლებს ხმოვანი ბრძანების მეშვეობით შეეძლებათ. სიახლე შეეხება სიჩქარის მომატებასა და შენელებას. აქამდე აღნიშნული ფუნქცია მსგავსი ტიპის ავტომობილებში დანერგილი არ ყოფილა. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც ხმოვანი ბრძანებების შემთხვევაში შეიძლება ავტომობილმა განავითაროს – 8 კმ/სთ-ია.

აღნიშნულის შესახებ კომპანიის ოფიციალურმა წამრომადგენლობამ სოციალურ ქსელ Reddit-ში გამოაქვეყნა.

სიჩქარის ლიმიტთან დაკავშირებული ინფორმაცია ამერიკული გიგანტის წარმომადგენელმა ილონ მასკ-მა Twitter-ზე დაადასტურა და გადაწყვეტილებას ”უსაფრთხო” უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები