LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ისტორიაში ბოლო Tesla Model X გამოუშვა

112
1098x1098

ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ლეგენდარული ელექტრო kროსოვერის – Tesla Model X-ის ბოლო ეგზემპლარი გამოუშვა. ავტომობილი კომპანიის ფრიმონტის ქარხნის კონვეიერიდან უკვე ოფიციალურად ჩამოვიდა.

ინფორმაცია სოციალური ქსელებით Tesla-ს თანამშრომელმა, სტივ პენეველიმ გაავრცელა, რომელმაც წარმოებისთვის გამზადებული ძარის ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე ჩანს, რომ ქარხნის თანამშრომლებმა ავტომობილის შეღებვამდე მასზე საკუთარი ხელმოწერები დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო ვერსია მუქი წითელი – „ბროწეულის ფერი“ ფერის იქნება და სპეციალური სამახსოვრო დაფაც ექნება, რომელიც მის უნიკალურ სტატუსს დაადასტურებს.

Tesla-მ ბოლო Tesla Model X-ები და Tesla Model S-ები სპეციალურ Signature Edition ვერსიებად გამოუშვა. ეს სერია მაქსიმალური კომპლექტაციითა და განსხვავებული დიზაინის დეტალებით გამოირჩეოდა.

მედიის ცნობით, კომპანია მყიდველებს სპეციალურ ხელშეკრულებასაც აფორმებინებდა, რომლის მიხედვითაც ავტომობილის ერთი წლის განმავლობაში გადაყიდვა აკრძალული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელს სასამართლო დავა და ჯარიმა ემუქრებოდა.

გამოთავისუფლებულ საწარმოო სიმძლავრეებს Tesla ახალი მიმართულებისთვის გამოიყენებს – კომპანია გეგმავს ჰუმანოიდი რობოტების, Tesla Optimus-ის მასობრივ წარმოებას. ფრიმონტის ქარხანას წელიწადში მილიონამდე რობოტის წარმოების შესაძლებლობა აქვს, ხოლო პირველი კომერციული ანდროიდების გამოშვება უკვე მიმდინარე ზაფხულში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები