კომპანია Tesla-მ მსოფლიოში ყველაზე დიდი დასამუხტი კომპლექსი, Supercharger გახსნა. სადგური შანხაიში მდებარეობს და ერთდროულად ასი ავტომობილის დატენვის საშუალებას იძლევა.
ახალი დასამუხტი კომპლექსი შანხაის ბიზნეს ცენტრის Lilac International-ის მიწისქვეშა პარკინგზეა განთავსებული. პარკინგზე 50 დასამუხტი Supercharger-ია და თითოეულ მათგანზე ორი ავტომობილის დატენვაა შესაძლებელი. დასამუხტი სადგური სადღეღამისოა, წლის ბოლომდე კომპანია Tesla ჩინეთში Supercharger-ის 1000 წერტილის გახსნას გეგმავს.
ამ დრომდე, Supercharger-ის ქსელის ყველაზე დიდი კომპლექსი ნორვეგიაში იყო, ის 20 ავტომობილს ერთდროულად ემსახურება. ამჟამად ასეთივე შენდება კალიფორნიაში, სადაც 40 ავტომობილის დატენვა იქნება შესაძლებელი.
მთელს მსოფლიოში მთლიანობაში Supercharger-ის 1032 სადგური მუშაობს, სადაც დატენვის 7 320 წერტილია. ისინი ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში მდებარეობენ.
თავდაპირველად Tesla-ს ავტომობილების დატენვა უფასო იყო, თუმცა, 2017 წლის იანვრიდან Supercharger-ის მომხმარებლები იხდიან ან წუთობრივ გადასახადს, ან კილოვატ-საათის მიკხედვით.