LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ საფირმო სასმელი გამოუშვა და ფასი 450 დოლარია

129
Tesla-მ საფირმო სასმელი გამოუშვა და ფასი 450 დოლარია

Tesla-მ ძალიან ძლიერი და ძალიან ძვირადღირებული ალკოჰოლი გამოუშვა. ამერიკულ ბრენდს არც თუ ისე სახარბიელო დრო უდგას: ელექტროქარების გაყიდვები ეცემა, აქციები ხან აიწევს ხან დაიწევს, თანამშრომლებს ათავისუფლებენ. ასეთ საგანგაშო სიტუაციაში კომპანიამ ახალი უჩვეულო მერჩის წარმოდგენა გადაწყვიტა – მესკალის ბოთლი. ეს არის მექსიკური წარმოშობის ძლიერი სპირტიანი სასმელი, რომელსაც აგავის გამოხდით იღებენ.

„ტესლას“ მესკალის სიმძლავრე 43 გრადუსია, გემო კი – „ნაზი, დატვირთული არომატით, ციტრუსისა და მწვანე ვაშლის ტონებით“ გამოვიდა.

სასმელს სპეციალურ ბოთლებში ჩამოასხამენ, რომლებსაც ელვის ფორმა ექნებათ. ფასი 750 მილილიტრისთვის 450 დოლარს შეადგენს. სასმელი არა მხოლოდ ძვირადღირებული, არამედ იშვიათიც იქნება: მას მხოლოდ რამდენიმე შტატში გაყიდიან და ერთ ადამიანს მაქსიმუმ 2 ბოთლის შეძენა შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები