კომპანია Tesla-ს ევროპაში შესაძლოა კიდევ ერთი ქარხანა დაემატოს. ელექტროქარების მწარმოებელი საფრანგეთს ათვალიერებს: ქვეყნის ფინანსების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი საწარმოს ასაშენებელ ადგილად სწორედ ისინი შეირჩევიან. ამ მოსაზრებას ამყარებს ილონ მასკის ვიზიტები: „ტესლას“ ხელმძღვანელი ქვეყანას ორჯერ – მაისში და ივნისში ესტუმრა და ქვეყნის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა სწორედ ახალი საწარმო იყო.
ამ დროისთვის უცნობია, თუ როგორი საწარმოს აშენებას გეგმავს კომპანია – ელექტროქარების ასაწყობად თუ ელემენტების შესაქმნელად. ასეა თუ ისე მასკი საკმაოდ დიდ თანხას დააბანდებს და საფრანგეთს ეს ფაქტი ძალიანაც აწყობს.
ამასთან, არსებობს რამდენიმე ფაქტორი რომელიც საფრანგეთის კანდიდატურას არც თუ ისე მისაღებს ხდის, მაგალითად ის რომ არ არსებობს საწარმოო მოედანი, რომელსაც რკინიგზის ან საზღვაო კავშირები აქვს. ასევე ენერგიის სიმცირეც, რომელიც უზარმაზარი „გიგაფაბრიკის“ მოსამარაგებლად საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება.