აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) Tesla Model S-სა და BMW i3-ის შეჯახების ტესტების შედეგები გამოაქვეყნა. მოდელებმა მაღალი ქულების მიღება ვერ შეძლეს – შეფასება Top Safety Pick + ზოგიერთი კონსტრუქციული განსაკუთრებულობის გამო ვერ გამოიმუშავეს. გარდა ამისა, კომისიას გარკვეული კითხვებიც კი გაუჩნდა.
Tesla-მ, რომელმაც NHTSA-სა და Euro NCAP-ის უმაღლესი შეფასება მიიღო და ტესტების უმრავლესობა ”ხუთიანზე” გაიარა, სირთულეები ფრონტალური შეჯახებისას შეექმნა. IIHS-ში მძღოლის უსაფრთოების ღვედის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა აღნიშნეს, რომელმაც მანეკენის საჭეზე თავის დარტყმა ვერ აღმოფხვრა.
გარდა ამისა, სპეციალისტებმა Model S-ის ფარები და ბავშვის სავარძლის ფიქსაციის სისტემა დაიწუნეს. კომისიამ ელექტრომობილის სახურავის სუსტ კოსტრუქციასაც გაუსვა ხაზი – მოდიფიკაცია P100D გადაბრუნების შემთხვევაში გამძლეობის ტესტი ვერ ჩააბარა. IIHS-ში აღნიშნეს, რომ ყველა Model S-ში ერთი და იგივე კონსტრუქცია გამოიყენება, თუმცა ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია წონაში უფრო მეტია და ეს P100D-ის ცდებზეც აისახა.
ელექტროჰეჩბეკმა შეფასება საბაზო კომპლექტაციაში ფრონტალური შეჯახების აღმოფხვრის სისტემის არ არსებობის გამოც დაკარგა.
BMW i3-ის შემთხვევაში კი უმაღლესი შეფასების დაკარგვა სავარძლებისა და თავის მისაყრდნობების არადამაკმაყოფილებელმა კონსტრუქციამ გამოიწვია. IIHS-ში ფიქრობენ, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ კისრის მიდამოს უსაფრთხოებას მაშინ, თუკი ავტომობილს მეორე ავტომობილი უკანა მხრიდან ეჯახება. i3-ს ასევე ბავშვის სავარძლის სამაგრის სისტემაც დაუწუნეს.