LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y  გრძელ ბაზიან ვერსიას მიიღებს

222
c1ce4dbd3356ea2245dd064e752b7950e20e3fd5

Tesla Model Y-ის სპეციალური, გრძელი ბაზის მქონე ვერსიის გამოშვებას მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის აპირებს. ამის შესახებ Car News China, Tesla-ს ჩინურ ოფისზე დაყრდნობით წერს. ახალი ვერსია, რომელსაც ინდექსი YL ექნება, 2025 წლის შემოდგომაზე უნდა ჩაეშვას ბაზარზე.

ინიციატივის მიზანი Tesla-თვის საკმაოდ მარტივია — მთელ მსოფლიოში შემცირებული გაყიდვების ფონზე, კომპანიას სურს ინტერესის გაზრდა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის მიმართ.

ტექნიკური მახასიათებლები:

სიგრძე — 4976 მმ

სიგანე — 1920 მმ

სიმაღლე — 1668 მმ

ბორბლების ბაზა — 3040 მმ (150 მმ-ით უფრო გრძელი, ვიდრე სტანდარტული Model Y)

სალონი — ექვსადგილიანი განლაგება

წონა — 2088 კგ (96 კგ-ით მძიმეა სტანდარტულ ვერსიაზე)

ძრავის სისტემა და სიმძლავრე:

წინა ელექტრო ძრავი — 193 ცხენის ძალა.

უკანა ელექტრო ძრავი— 269 ცხენის ძალა.

ჯამური პიკური სიმძლავრე — 456 ცხ.ძ. (სტანდარტულზე 6 ცხ.ძ.-ით მეტი)

მაქსიმალური სიჩქარე — 201 კმ/სთ

ელემენტი — სამ კომპონენტიანი NMC (ნიკელი-მარგანეც-კობალტი), მომწოდებელია LG.

ელემენტის ტევადობა ჯერ არ საჯაროვდება, რაც Tesla-სთვის მიღებული პრაქტიკაა.

ჯერ -ჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა ეს ექსკლუზიური მოდიფიკაცია ჩინეთის ფარგლებს გარეთ. თუმცა იმ ფონზე, როცა კონკურენცია ელექტრომობილების ბაზარზე სწრაფად იზრდება, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ Tesla-მ გრძელ ბაზიანი Model Y სხვა ქვეყნებშიც დანერგოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები