LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ავარიის რისკის გამო მილიონზე მეტი ელექტროქარის შეკეთება მოუწევს

134
tesla

კომპანია Tesla ჩინეთში მილიონზე მეტ ელექტროქარს უკან გამოიწვევს. მასშტაბური კამპანია Model 3-ს და Model S-ს, ასევე კროსოვერებს Model Y-ის და Model X-ს მოიცავს.

სარემონტო სამუშაოები 29 მაისიდან დაიწყება და შეეხება იმ ავტომობილებს, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის ტერიტორიაზე 2019 წლიდან 2023 წლამდე პერიოდშია წარმოებული. ყველა ავტომობილს საშიში დეფექტი აღმოაჩნდა, რასაც სერიოზული ავტო საგზაო შემთხვევის გამოწვევა შეუძლია.

ავტომწარმოებლის ინფორმაციით, ყველა ელექტროქარს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ესაჭიროება. ამასთან, Tesla-ს ტექნოლოგია ამის გაკეთებას დისტანციურად, „ჰაერიდან“ განახლებით შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები