LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს ელექტრომობილები რამდენიმე ქვეყანაში გაიაფდა

132
tesla

Tesla-მ თავისი ელექტრომობილების ფასი აშშ-ში, ჩინეთში და ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანაში შეამცირა. ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა პოპულარულ მოდელს და გამონაკლისი გახდა მხოლოდ ელექტრონული პიკაპი Cybertruck. გარდა ამისა, ამერიკულმა კორპორაციამ Autopilot-ის მთავარი სისტემის ღირებულებაც შეამცირა.

ბიუჯეტური კროსოვერის Tesla Model Y-ის ღირებულება აშშ-ში 2 ათასი დოლარით შემცირდა. ანალოგიურად გაიაფდა პრემიუმ კლასის Model X და სედანი Model S. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოდელი 2 ათასი დოლარით გაიაფდა ჩინეთშიც. გარდა ამისა, ჩინეთში ძალიან სარფიანად შეიძლება Model 3-ის ყიდვაც.

რაც შეეხება Full Self-Driving-ის ოფციას, მისი ფასი 12 000 დოლარის ნაცვლად 8 ათასი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები