კომპანია Tesla-ს თანამშრომლები კლიენტების მანქანებიდან ვიდეო ჩანაწერებს რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდნენ. კალიფორნიული ავტომწარმოებელი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ელექტროქარში კამერები მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო რომ ავტოპილოტს სწორად ემუშავა. თუმცა, გაირკვა რომ ამ კამერებიდან ჩანაწერები რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომელთა ჯგუფს შესდიოდა, რომელსაც თითოეული ავტო მფლობელის იდენტიფიკაცია შეეძლო.
როგორც სააგენტო Reuters-მა დაადგინა, მინიმუმ 2019-2022 წლების პერიოდში კომპანიის თანამშრომლები კლიენტების ავტომობილებში გაკეთებულ ჩანაწერებს ერთმანეთს აქტიურად უზიარებდნენ. „ტესლას“ ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, რომ მათთან ხშირად ხვდებოდა ავარის ამსახველი კადრები, ასევე სასაცილო ვიდეოები ცხოველებით თუ ადამიანების უჩვეულო ქცევით.
იღებდნენ ყველას და ყველგან, მათ შორის ილონ მასკსაც კი.